19 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
ქალთა უფლებების პროცესში ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის შესახებ

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქალთა უფლებების დაცვის პროცესში ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

"ყველა სტერეოტიპის ფრქვევა მოვისმინეთ მოსამართლის მხრიდან, დაზარალებულების დამუნათება, რატომ არ მიმართავენ ისინი პოლიციას, რატომ იცინიან, რატომ უჩნდებათ წვეულებებზე წასვლის სურვილი.

ყველა არგუმენტი, რაც მოსამართლისგან მოვისმინეთ, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და უკან გადადგმული ნაბიჯი ქალთა უფლებების დაცვის პროცესში," - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებზე, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხებოდა, გამამართლებელი განაჩენი დღეს, ორ წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ დასრულდა.

დღის ამბები