19 მაისი 2024,   22:04
ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თელავიში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, თელავის მუნიციპალიტეტში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათ სპეციალისტებმა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამუშაო შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა. განიხილეს როგორც სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება, ასევე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

დღის ამბები