19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
70 წელს გადაცილებულ ქალზე ძალადობისთვის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა

ქარელის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებულ ქალზე ახალგაზრდა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. პირი, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა, სავარაუდოდ, დაზარალებულის ოჯახის ახლობელია და ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

როგორც ქალის ახლობლები აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით დაზარალებული უკვე დაიკითხა და მიმდინარეობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. 


 

დღის ამბები