19 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა სოფელ წიფლავაკეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში  მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები