18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს ეკონომიკური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურდება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ინფლაციაზე და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ინფლაციის მაჩვენებელი იყო წლის მანძილზე 10% რაც იყო ბევრად დაბალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. სრული კატასტროფა იყო თურქეთში ასევე მოლდოვაში, უკრაინაში არაფერს არ ვამბობ. ამ ფონზე 10 % ნორმალურია, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის შეღავათი არ არის, ვისაც პროდუქტებზე ფასები ეზრდება.

ეკონომიკური პროგნოზი არსებობს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი დასსტაბილურდება და 2024-ში აღწევს ნორმას. ნორმა არის 4% რაც არის მისაღები, უკვე არის კლების ტენდენციაა,"- აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები