17 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
შეერთებული შტატების სამხედრო გემი ტაივანის სრუტეში შევიდა

შეერთებული შტატების სამხედრო გემი ტაივანის სრუტეში შევიდა. გემმა ტაივანსა და ჩინეთს შორის გაცურა, რამაც პეკინის კრიტიკა გამოიწვია.

ჩინეთის საელჩოს სპიკერმა ვაშინგტონში აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს რეისი ძალის სადემონსტრაციოდ იყო და მისი შეფასებით შეერთებული შტატების ქმედებები ქვეყნებს შორის სტაბილურობასა და მშვიდობას ძირს უთხრის.

დღის ამბები