19 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
სენეგალში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

სენეგალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინციდენტის შედეგად არის ათობით დაშავებულიც, ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

შემთხვევა სოფელ გნივში ორი ავტობუსის შეჯახებისას მოხდა. პრეზიდენტმა ქვეყანაში ორშაბათიდან სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მისივე განცხადებით უსაფრთხოების ზომების განსახილველად ის მინისტრთაშორის საბჭოს გამართვას აპირებს.

დღის ამბები