19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
ვინ აკონტროლებს ბახმუტსა და სოლედარს - ჯონ კირბიმ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე ისაუბრა

ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უკრაინაში სამდღიანი გლოვაა - ტრაგედიის მიზეზების დადგენას ამ დრომდე ცდილობენ ექსპერტები. განიხილება მომხდარის რამდენიმე ვერსია.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი - მათ შორის 4 ბავშვი, ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების სხვა წარმომადგენლები.

რაც შეეხება უკრაინაში საომარ მოქმედებებს - გასული ღამის განმავლობაში სუმის ოლქში 2 დასახლება დაიბომბა. რუსებმა ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გახსნეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. პარალელურად, შეერთებული შტატების დაზვერვა რუსების მიერ სოლედარსა და ბახმუტზე სრულ კონტროლს არ ადასტურებს. განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, სატელეფონო ბრიფინგის დროს გააკეთა. კირბის თქმით, მათი ამ დროის მონაცემებით შეფასებით, რუსებს არ აქვთ ბახმუტისა და სოლედარის ოლქზე ცალმხრივი კონტროლი.

დღის ამბები