19 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
"გვინდა მშვიდობა იარაღის გარეშე" - გერმანიაში ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა

"გვინდა მშვიდობა იარაღის გარეშე" - ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა გერმანიაში. მიუნხენში შეკრებილებმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მთვარობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას შეუწყობს ხელს.

ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია ყოველკვირეულად გაიმართება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, უკრაინას არ გადაეცეს საბრძოლო შეიარაღება.

გერმანიის მთავრობა უკრაინას "ლეოპარდის" ტიპის 14 ტანკს გადასცემს.

დღის ამბები