19 მაისი 2024,   22:06
ვრცლად
გერმანული ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავა, ვიდრე ამერიკული აბრამსის ტანკები - ჯონ კირბი ​

გერმანული ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავა, ვიდრე ამერიკული აბრამსის ტანკები - ჯონ კირბი

გერმანული ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავა, ვიდრე ამერიკული აბრამსის ტანკები - ამის შესახებ თერთ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯონ კირბი არ აკონკრეტებს ვადებს, თუ როდის შეძლებს შეერთებული შტატები უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას, თუმცა აცხადებს, რომ ამას "მრავალი თვე" დასჭირდება.

უკრაინისთვის აბრამსის ტანკების მიწოდების შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა.

"გერმანული ლეოპარდის ტანკები ძალიან დახვეწილია და ევროპის კონტინენტზე ბევრია ასეთი. მადლობელი ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ გადასცენ უკრაინას 14 ტანკი. ამასთან, ისინი აპირებენ იმუშავონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაამატონ ორი სრული ბატალიონი, დაახლოებით 60 ტანკი. ის უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავა, ვიდრე ამერიკული აბრამსები. ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩვენი მიდგომა ომის დაწყებისთანავე იყო, რომ იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებმა თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. ქვეყნებმა უნდა გადასცენ უკრაინას რაც შეუძლიათ, და იმ ვადებში, როცა შეუძლიათ. ამ პროცესში თითოეულმა ქვეყანამ პირველ რიგში თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს,"- აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი.



 




 

დღის ამბები