12 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
უკრაინელი გმირები ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის 374 დღე უკრაინაში და გადამწყვეტი ბრძოლები ბახმუტისთვის - აგრესორი ექვსი თვეა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

რუსი სამხედროების სამიზნე მხოლოდ ბახმუტი არ არის. დაიბომბა ნიკოპოლი, შედეგად კერძო საწარმო, სახლები და ელექტრო გადამცემი ხაზები დაზიანდა. იერიში განხორციელდა სუმის ოლქის 6 დასახლებაზე.

10-მდე გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი გმირები რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყოველდღე სიცოცხლეს წირავენ. 

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიპოვოთ მხარდაჭერა ტრიბუნალისთვის რუსეთის აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ, მხარდაჭერა - საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ ჩვენი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეის კენჭისყრაზე იქნება.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დასაჯოს რუსი სამხედრო დამნაშავეები და რომ ჩვენმა ეროვნულმა სამართალდამცავმა და სასამართლო ინსტიტუტებმა უზრუნველყონ სამართლიანი სასჯელი ყველა რუსი მკვლელისა და ჯალათისთვის.

უკრაინელი გმირები ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად. და ამიტომაა, რომ სამყაროს მკაფიო მორალური ვალდებულება აქვს ჩვენი ჯარისკაცების, თითოეული მათგანის მიმართ, ვინც ამჟამად ბრძოლაშია და იცავს თავისუფლებას,"- აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები