17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა" - ისტორიაში პირველად, საქართველო ITB ​ბერლინზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

ორი დღე მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენამდე. ისტორიაში პირველად, საქართველო, ITB ​ბერლინზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

"უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა" - ამ სლოგანით წარდგება საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე. ITB ბერლინზე, რომელსაც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება, საქართველოს თავისი პავილიონი ექნება. სათავგადასავლო ტურიზმს კი, რომელიც უცხოელ სტუმრებს ყველაზე მეტად იზიდავს, ცალკე სივრცე დაეთმობა.

საიმიჯო ბანერები, ფოტოები, ლოგოები - გერმანიის დედაქალაქში ჩასულ სტუმრებს ახლა ყველაფერი საქართველოს შესახებ ამცნობს. გამოფენის კარი 6 მარტს გაიხსნება. იქამდე კი ბოლო სამზადისი მიმდინარეობს და ყველა დეტალი ზუსტდება. 

დღის ამბები