17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ვითარება რუსთაველზე - დემონსტრანტებმა ავტომობილი ამოაყირავეს და დაწვეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს. მომიტინგეებმა ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

მანამდე სპეცრამზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ისმოდა პოლიციელთა მხრიდან ხმოვანი სიგნალებით გაფრთხილებები დაშლის თაობაზე, რასაც მომიტინგეები არ ემორჩილებიან.

პარალელურად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.

პარლამენტთან ვითარება დაძაბულია.

 

დღის ამბები