17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა

საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება მარეგულირებელი უწყებები მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებსა და გამოცდილებებს განიხილავენ. დაგეგმილი ღონისძიების მიზანი მომხმარებლების უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერებაა.

ამასთან, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ უწყებისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. 

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების ფუნქცია, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელზეც ჩვენმა უწყებამ გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწო მუშაობა.

ეს არტის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული კანონი, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 1-ლი ნოემბრიდან აღასრულებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აღნიშნულ საკითხებს. თემა ეხება, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური ვაჭრობის დროს წარმოქმნილ საკითხებს, როლებსაც მომხმარებლები აწყდებიან სხვადასხვა მოვაჭრეებთან მიმართებაში,"-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები