11 მაისი 2024,   21:04
ვრცლად
ყოფილ ევროდეპუტატებს, შესაძლოა, უფლებამოსილების ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობა აეკრძალოთ - France24

ევროპის პარლამენტი გეგმავს, ყოფილ დეპუტატებს, უფლებამოსილების ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში ლობისტური საქმიანობა აუკრძალოს, France 24-ის ინფორმაციით, მიზეზი კორუფციული სკანდალია. 

გამოცემას პარლამენტში, საკუთარმა წყაროებმა უთხრეს, რომ გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, კანონპროექტზე მუშაობა აპრილში უნდა დასრულდეს.

პროექტის თანახმად, ყოფილი დეპუტატები, რომლებსაც სურთ ლობისტური საქმიანობის განხორციელება, დაკარგავენ პარლამენტში შესვლის ავტომატურ უფლებას. ყოფილი პარლამენტარები საშვს მას შემდეგ მიიღებენ, რაც პარლამენტის გამჭვირვალობის რეესტრში ჩაეწერებიან.

კანონპროექეტზე მუშაობის დაწყება მაც შემდეგ მიიჩნიეს საჭიროდ, რაც კატარსა და მაროკოსთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი. სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ყოფილი ევროპარლამენტარი ანტიონი პანცერია. გამოძიების მტკიცებით, სწორედ პანცერი იყო შუამავალი ევროპარლამენტარებსა და კატარისა და მაროკოს ოფიციალურ პირებს შორის.

დღის ამბები