17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს

"კურიერის" ინფორმაციით, ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს. ორდღიანი სამძებრო სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ბავშვს ოჯახში რამდენიმე წუთში დააბრუნებენ. ის სხვა სოფელში, ქუჩაში აღმოაჩინეს.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

9 წლის ბიჭი სახლიდან გუშინ დილის 11 საათზე გავიდა და მას მერე არ ჩანდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

დღის ამბები