20 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი - გიორგი კეკელიძე  წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგონას დას პასუხობს 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგონას დას, სოფია კენჭიაშვილს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

გიორგი კეკელიძე სოფია კენჭიაშვილის განცხადებას, რომელმაც კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ცილისწამებას უწოდებს, ხოლო მის დაზე, სალომე კენჭიაშვილზე ამბობს, რომ ის შესანიშნავი გოგოა და საუკეთესოს იმსახურებს.

"მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიანტის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს,"- წერს კეკელიძე. 

 

დღის ამბები