20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
უარს ვამბობ დავემორჩილო ულტრამემარცხენეთა ინტელექტუალურ ტერორიზმს, რომელიც გულისხმობს ღირებულებების ცვლილებას, რა შემთხვევაშიც არეულობის მომწყობი პირები წარმოადგენენ მსხვერპლს, ხოლო პოლიცია აგრესორს - საფრანგეთის შს მინისტრი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიციელების სისასტიკის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და სამართალდამცველებისადმი მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ "ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის" ბოლო წლებში ასობით პოლიციელი დაისაჯა.

მინისტრმა ისაუბრა დემონსტრანტების მხრიდანაც ძალის გამოყენების ფაქტებზეც. მისი თქმით, როდესაც იწყება ძალადობა, სამართალდამცველების ვალდებულებაა თქვან - გაჩერდით.

"მე უარს ვამბობ დავემორჩილო ულტრამემარცხენეთა ინტელექტუალურ ტერორს, რომელიც ღირებულებების ცვლილებას გულისხმობს, რა შემთხვევაშიც არეულობის მომწყობი პირები წარმოადგენენ მსხვერპლს, ხოლო პოლიცია - აგრესორს," - აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები