20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთის პრეზიდენტმა ზელენსკის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი გადასცა პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც დელეგაციების შეხვედრები დაიწყება.

ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

დღის ამბები