20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
CNN: პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

პენტაგონის პრეს სპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გავლენის შესაფასებლად. მისივე თქმით, მიმდინარეობს იმ დოკუმენტების ავთენტურობის დადგენა, რომლებიც გასაიდუმლოებულ მასალას შეიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე ესაუბრნენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კი პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები