20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ჩინეთი ტაივანის მთავარ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების იმიტირებას ახდენს

ჩინეთი ტაივანის კუნძულის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში ტაივანის მთავარ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების იმიტირებას ახდენს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ჩინეთი ტაივანის ალყაში მოქცევის სიმულირებას ახდენს.

კუნძულის მიმდებარედ 70-მდე ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და თერთმეტი ხომალდი შენიშნეს. ტაივანმა განაცხადა, რომ 45-მა სამხედრო თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის ხაზი გადაკვეთა, ერთ-ერთმა ჩინურმა გემმა კი კუნძულ პინგტანთან, რომელიც ჩინეთის უახლოესი პუნქტია ტაივანთან, ცეცხლი გახსნა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება პეკინის ქმედებებს, უწყებაში ამბობენ რომ აშშ-ს საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები აქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

დღის ამბები