20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ჩრდილოეთ ირლანდიაში, დიდი პარასკევის სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ

ჩრდილოეთ ირლანდიაში, დიდი პარასკევის სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე, რამდენიმე პირი, ე.წ მოლოტოვის კოქტეილებით, პოლიციის ჯავშან მანქანას თავს დაესხა და ცეცხლი წაუკიდა.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ, აქციის მონაწილეები დაშალა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბელფასტში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

დღის ამბები