20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
პენტაგონის დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი ვერ შეძლებს დონბასის მთლიანად აღებას და ომი 2023 წლის შემდეგაც გაგრძელდება

ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს; ოკუპანტებმა ნიკოპოლის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რეგიონში სოფლის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

გაზაფხულზე უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის გადადებაზე წერს ვაშინგტონ პოსტიც. გავლენიანი გამოცემა ამის მიზეზად საბრძოლო მასალის ნელი ტემპებით მიწოდებასთან ერთად შეტევისთვის არახელსაყრელ ამინდსაც ასახელებს.

აშშ და ლატვია აღიარებენ უკრაინაში თავიანთი სამხედროების ყოფნას, მაგრამ არა ბრძოლის ველზე. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად გახდა ცნობილი.

პენტაგონის დოკუმენტები მიუთითებს იმაზეც, რომ რუსეთი ვერ შეძლებს დონბასის მთლიანად აღებას და ომი 2023 წლის შემდეგაც გაგრძელდება.

დღის ამბები