20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. 9-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა ხერსონის ოლქში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ, დაღუპულია 1 მოქალაქე.

ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა განახორციელეს ოდესაზე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის გენ. შტაბის ინფორმაციით, მათ 12 "კამიკაძე" დრონიდან 10 ჩამოაგდეს. იერიში იყო ზაპოროჟიასა და დნიპროზეც.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას "ჩელენჯერ-2"-ის ტიპის 14 ტანკი გადასცა. კიევს "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია მიაწოდა გერმანიამ.

ამავე დროს, შვეიცარია თავისი იარაღის უკრაინაში რე-ექსპორტს ეწინააღმდეგება. ბერლინში გერმანიის კანცლერთან ერთობლივი ბრიფინგის დროს შვეიცარიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნეიტრალიტეტს მკაცრად იცავს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატო-ს მოკავშირეებს, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდონ. 

 

 

დღის ამბები