20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
9 დოლარის გამო დაღუპული 85 ადამიანი - იემენში საქველმოქმედო თანხის განაწილებისას ჭყლეტა მოხდა

იემენის დედაქალაქში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 85 ადამიანი გარდაიცვალა; დაშავებულია ასობით ადამიანი. ტრაგედია საქველმოქმედო შემოწირულების განაწილების დროს, ერთ-ერთ სკოლაში, რამადანის ბოლო დღეებში მოხდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია ღონისძიების ორი ორგანიზატორი. თანხა, რის გამოც იემენში ამდენი ადამიანი დაიღუპა, თითო პირზე 5 000 იემენურ რიალს შეადგენდა, რაც დაახლოებით, 9 ამერიკული დოლარია. იემენში ვითარება 2015 წელს გამწვავდა - მას შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომშია. 

 

დღის ამბები