20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ტერორიზმთან ბრძოლით ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ შეერთებულ შტატებს - თურქეთის შს მინისტრი

ტერორიზმთან ბრძოლით ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ შეერთებულ შტატებს - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

სულეიმან სოილუს თქმით, ანკარა ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას დევნის, რითაც, რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ებრძვის, რადგან მას თურქეთის საზღვრებთან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა სურს.

შეგახსენებთ, გასულ წელს სტამბულში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა უარს ამბობს მიიღოს ვაშინგტონის სამძიმარი.

დღის ამბები