18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ექიმების დასკვნებისა და სტატიებისთვის მილიონამდე თანხა უკვე დახარჯა - რა ახალი ახალი დეტალები ხდება ცნობილი დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობაზე

ექიმების დასკვნები და სტატიები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმეტესობა დაქირავებული კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის დაკვეთით მომზადდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვრედზე ატვირთული მასალის მიხედვით, დაქირავებული მედიკოსები ამზადებდნენ იმ დასკვნებსაც, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას უკავშირდება.

ლობისტური კამპანიის ნაწილი იყო ნატან შარანსკის მიმართვაც, სადაც ისრაელის ყოფილი ვიცე პრემიერ წერდა, რომ ”საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა პატიმრობაში მკაცრია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”. ფარაზე ატვირთული მასალის მიხედვით, მსგავსი კონტენტი ლობისტური კომპანია ”გლობალფოინთის” მიერ შეიქმნა და გავრცელდა.

ლობისტური საქმიანობის ნაწილია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული ერთ-ერთი ექიმის დასკვნაც. ლობისტებმა კამპანიის ნაწილად გამოიყენეს ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის ანგარიში, რომელშიც დაქირავებული ექსპერტი წერდა, რომ ”არასათანადო მოვლა, ვივამედის კლინიკიდან და საქართველოს პენიტენციური სისტემიდან მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერს აუცილებელს ხდის”.

სააკაშვილის ჯანმრთელობის და საპატიმრო მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე მმართველ პარტიაში დიდი ხანია საუბრობენ. ”ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ლობისტურმა საქმიანობამაც დაადასტურა, რომ გავრცელებული ცნობები, რეალურად პიარზეა გათვლილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი მიზნის მიღწევას ლობისზმით ცდილობს.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პიარით და ლობიზმით სააკაშვილი საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვერ მოახდენს. არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და ამისთვის უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის სოლიდური თანხის გადახდას კი ”ქართულ ოცნება” პირველ რიგში ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელს უწოდებს.

ფარას ოფიციალურ გვერდზე ატვირთული მასალების მიხედვით ლობისტური კამპანიის ანგარიშში მოხვდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით შედგენილი პეტიციაც. დოკუმენტს 150 ხელმომწერი ჰყავს.

სწორედ ფარამ გამოაქვეყნა რამდენიმე თვის წინ იმ ორი კონტრაქტის შინაარსიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ აკერმანის ჯგუფთან და გლობალფოინტთან გააფორმა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის გადახდილმა თანხამ ერთ მილიონ დოლარს მიაღწია.

 

დღის ამბები