18 მაისი 2024,   16:11
ვრცლად
"რუსეთი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გააკეთა, მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებს - დამარცხებასა და ტრიბუნალს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

კრამატორსკში დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია - სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა ხალხმრავალი რესტორნის შენობასა და რამდენიმე კერძო სახლზე მიიტანეს. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 60-მდე პირმა. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ამ წუთებშიც ეძებენ.

"ტერორის გამოვლინება" უწოდა კრამატორსკზე თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ზუსტად კრემენჩუკზე, სავაჭრო ცენტრზე რუსი ტერორისტების თავდასხმის წლისთავზე, როდესაც 22 ადამიანი დაიღუპა, ველურმა რუსებმა რაკეტები ისევ კრემენჩუკის რაიონს დაუშინეს. დღეს რუსმა ტერორისტებმა კრამატორსკი ასევე სასტიკად დაბომბეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.

ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება ჩვენ და მთელ მსოფლიოს არაერთხელ გვიმტკიცებს, რომ რუსეთი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გააკეთა, მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებს - დამარცხებასა და ტრიბუნალს. სამართლიანი და კანონიერი სასამართლო ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტისთვის," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები