მიხეილ სააკაშვილის დედამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. საუბარია შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე.
კომპანია "აკერმანის" მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით 28 გვერდიან დოკუმენტში წერია იმ ლობისტურ საქმიანობაზე, რომელსაც კომპანია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის და თანაგუნდელების დაკვეთით ასრულებდა.
ამ თემასთან დაკავშირებით გიული ალასანია ამბობს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ იცნობს.
"რას ნიშნავს ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც, დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს... ჯერჯერობით, არ ვიცნობ ამ დოკუმენტს, ეს იყო დიდი ხნის წინ და დავამთავრეთ ამათთან ურთიერთობა. ეს იყო მედია ჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა?“ - ამბობს გიული ალასანია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.