გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და მას არც ქვეყნის პარტნიორები უჭერენ მხარს.
"პირდაპირ შეიცავს ეს კომენტარი მოწოდებას ომის სცენარისკენ. ომით ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა საქართველოსთვის იქნება დამღუპველი და შესაბამისად, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და არც ჩვენი პარტნიორები არ უჭერენ მხარს ომით ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტას. ჩვენ დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის განვითარებით, იმ დანგრეული ხიდების აღდგენით, რომელიც გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ომით ეს არის შეუძლებელი, ომი უფრო გააღრმავებს ამ ყველაფერს და ეს შედის მხოლოდ საქართველოსადმი მტრული ძალების ინტერესებში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადება მეორე ფრონტის შესახებ პოლიტიკური განხილვის თემა გახდა.