შვედეთის გარემოს დაცვის დღეები გაიხსნა ევროპის სახლში. შვედეთის საელჩოს ინიციატივით მოეწყო გამოფენა სახელწოდებით ”კლიმატის ცვლილებების პირისპირ”.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა კარიკატურისტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გარემოს დაცვის დღეების ფარგლებში ასევე გაიმართება დისკუსიები კლიმატის ცვლილებების შესახებ.