20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ჭიკაიძის მიერ ქეიფის დროს ნაჩუქარ ნარუშილოვკაზე ელისო კილაძემ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძემ შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია დატოვა. ქრონიკა პლიუსის ხელმძღვანლმა როგორც თავად აღნიშნა, გამოძიებას ყოფილი პოლიციელის მიერ გადაღებული 5 ვიდეოფირი გადასცა. 

როგორც ჟურნალისტი ამბობს 5 ვიდეოფირიდან საზოგადოებისათვის რამდენიმეა ცნობილი. 

გამომძიებელთან შეხვედრის დროს ელისო კილაძემ ყოფილი შს მინისტის ალექსანდრე ჭიაკიძის შესახებაც ისაუბრა და გამომძიებლებს მის ხელთ არსებული იფნორმაცია მიაწოდა.

როგორც კილაძე ამბობს, ყოფილმა მინისტრმა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროსის მოადგილემ ქეიფის დროს ერთ-ერთ მოქალაქეს სპეციალური საშვი აჩუქა. კილაძის ინფორმაციით აღნიშნული მოქალაქე ამ საშვს აქტიურად იყენებს. 

"მივაწოდე 5 ვიდეოფირი რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა გადაიღო. ასევე მივაწოდე ინფორმაცია, რაც მე გამაჩნდა ყფოილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის შესახებ. იმედი მაქვს, გამოძიება იქნება ეფექტური და ობიქტური," - ამბობს ქრონიკა პლიუსის ხელმძღვანელი ელისო კილაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები