ივანიშვილის სახლთან ორგანიზაცია აპრიორისა და ისნის სამხედრო ჰოსპიტალის სოციალურად დაუცველების წევრები მართავდნენ. ისინი ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვდნენ.
აპრიორის წევრმა ბესო შენგელიამ ივანიშვილის სახლის კართან რუსეთის პასპორტის დადება სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ მას ხელი შეუშალა. გარდა საპატრულო პოლიციისა შენგელიას ივანიშვილის სახლის კართან მიახლოებას სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანებიც უშლიდნენ. ამ მცდელობას მოჰყვა ხმაური და შედეგად 2 ქალი გახდა ცუდად.