"ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
"სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მოეგეთ გონს და მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით, თქვენ დღეს ხართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც საქართველოში მანიაკალური, ოლიგარქიული რეჟიმის დამყარებას ემსახურება, ემსახურება შვილების მომავლის მოსპობას, თავისუფალი მედიის მოგუდვას, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გაემიჯნეთ ამ ადამიანებს ხმამაღლა და დაგმეთ მათი საქციელი, მოუწოდეთ ყველას რომ, აღადგინოს სტატუს კვო და რუსთავი 2-ს მისცენ მუშაობის საშუალება, გააკეთეთ ყველაფერი რაც თქვენს ხელთ არის, იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ განადგურდეს და ჯერ კიდევ აზრი ქონდეს არჩევნების ჩატარებას, რადგან პლურალისტური მედია გარემოს გარეშე როგორც არ უნდა ჩატარდეს არ იქნება ნამდვილი არჩევნები, ეს იქნება ხელისუფლების მითვისება და ამას ქართველი ხალხი, მათ შორის ჩვენც, არასდროს დავუშვებთ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.