20 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"ეს არის ხელისუფლების მიერ შევიწროვება დამოუკიდებელი მედიის,"- გია ნოდია "რუსთავი 2-ზე" საუბრობს

"ეს არის ხელისუფლების მიერ შევიწროვება დამოუკიდებელი მედიის,"- ასე ეხმაურება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინრე პროცესებს. 

"ცხადია სურათი ეს არის ხელისუფლების მიერ შევიწროვება დამოუკიდებელი მედიის, იმ მედიის, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს და სახიფათოა. ის იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს თუმცა ცხადია, რომ ეს არის მექანიზმი მიზანი და მოტივი პოლიტიკურია. მეტი ადამიანისთვის იქნება ცხადი, რომ ხელისუფლების მიზნები არ არის დემოკრატიული,"- აცხადებს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები