"ეს არის თვითმკვლელობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის,"- ასე ეხმაურება საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
"ეს არის თვითმკვლელობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. საართველო ვერ გახდება საზოგადოება, სადაც მედიის ჩახშობით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის აუტანლობა, რომელსაც ის ამჟღავნებდა ყოველთვის. ეს მეტყველებს ხელისუფლების კრიზისზე, მათ დაკარგეს რაციონალური ფორმები,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.