"ამ პროცესით ხელისუფლება აჩქარებს საკუთარი კისრის მოტეხვას,"- ასე ეხმაურება ჟუნრალისტი და ტაბულას ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
"ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია არჩევნების და რუსთავი 2-ის, რომელიც არის სარკე, იმ უბედურების რომელიც ივანიშვილმა ქვეყანაში დაატრიალა იმ რეგრესის ყველა მიმართულებით და ეს ევროსაბჭოს რეზოლუციამაც დაადასტურა, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გამოიწვია. არაფერი სართო ამ ყველაფერს სამართალთან არ ჰქონდა. ადამიანი ჩიოდეს რუსთავი 2-ში ქონებაზე და თვითონვე წინააღმდეგი იყოს ამ ქონების გაზრდის ეს ხომ სრული უაზრობაა. ხელისუფლება აჩქარებს საკუთარი კისრის მოტეხვას,"- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ამავე თემაზე კომენტარი სხვა მედიაექსპერტებმაც გააკეთეს და რუსთავი 2-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს.