რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ექპერტები და არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლები აფასებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თუ კი ეს პროცესები ასე გაგრძელდა, ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„სასამრთლოს მიმართ ვერ ვხედავთ, რომ ის ხელმძღვანელობს სრული ნეიტრალიტეტის და ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საციცოცხლოდ უშლის ხელს არხის მუშაობას.
„ხელს უშლის არათუ განვითარებას მომავალში, არამედ უახლოესი თვეების მუშაობას, რაც არის ყველაზე საგანგაშო,“ - განაცხადა თამარ რუხაძემ.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი მიიჩნევს, საარჩევნო წელთან დაკავშირებით, მათი მიზანია, დაჩქარებულ ტემპში სამართლებრივი ნორმების დარღვევით, სრულიად ალოგიკური საქმე მოიგონ და რუსთავი 2-ის მაუწყებლობა, იმ სახით როგორც ის დღეს მაუწყებლობს, შეაჩერონ.