20 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
"უსამართლობა", "რუსთავი 2 არ უნდა დაიხუროს," - საზოგადოების აზრი ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებზე

"უსამართლობა", "რუსთავი 2 არ უნდა დაიხუროს"-ასეთია საზოგადოების განწყობა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კურიერის გადამღები ჯგუფები ქუჩაში გავიდნენ და გაეცნენ საზოგადოების აზრს თუ რას ფიქრობენ ისინი, რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

გამოკითხულ მოქალაქეეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თუმცა კურიერის გადამღებ ჯგუფებთან საუბრის დროს იყვენენ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროცესები სამართლიანია.

გამოკითხვა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა. საზოგადოების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად აქციებიც გამართონ. 

ავტორი ნათია ტრაპაიძე. 

 

 

 

 

დღის ამბები