20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქციას იწყებენ

კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ დღეიდან საქართველოში საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ქვეყანაში საშიშ ტენდენციებზე საუბრობენ და რუსულ პროპაგანდას კონკრეტულ პროექტს უპირისპირებენ.

დაიცავი თავისუფლება – მთელ ქვეყანას მოიცავს. პროექტის ორგანიზატორების მიზანია რეგიონებში ჩაიტანონ ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და პრო დასავლური ორიენტაციის სარგებლიანობის შესახებ.

კამპანია თბილისში დღეს დაიწყო. პროექტის განხორციელება შემოწირულობებით იგეგმება.

შესაბამისი ვებ გვერდი უკვე ჩართულია, სადაც კამპანიის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, მსურველებს თანხის ჩარიცხვა უკვე შეუძლიათ. საინფორმაციო კამპანიაში უკვე 15–მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული.

საინფორმაციო კამპანია დაიცავი თავისუფლება ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რეგიონებში გასვლები უახლოეს პერიოდში დაიწყება. საინფორმაციო შეხვედრებს პროექტის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავენ.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, ტატო გურგენიძე. 

 

დღის ამბები