20 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"ჩვენ ჩვენი ფასეულობითი მიმართულება გავქვს და ფასეულობითი მხარდაჭერები გვაქვს," - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იკვეთება ის გარემოება, რომ რუსთავი 2 არის პოლიტიკური დაპირისპირების მხარე.

ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ამ ყველაფერში ცხადია იკვეთება ის გარემოება, რომ ჩვენ არ ვართ აქ მხარე სამართლებრივი დისპუტის, ჩვენ ვართ მხარე პოლიტიკური დაპირისპირების. რის სურვილიც ჩვენ არ გავქვს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და მხარს არ ვუჭერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ჩვენი ფასეულობითი მიმართულება გავქვს და ფასეულობითი მხარდაჭერები გვაქვს არა პოლიტიკური პარტიის, არამედ შეუზღუდავი პირთა წრის, ვინც ამ ფასეულობებში ჩაეწერება. თუ ქართული ოცნება ამ ფასეულობით ვექტორში ისე არ ეწერება როგორც სხვა, მაგალითად ის პარტიები, რომლებიც უფრო მეტად ჩანს ხოლმე ჩვენთან და ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ირაკლი ალასანიაც არის, საქართველოს პრეზიდენტიც არის და ა.შ. და ხვალ იქნება სხვა პოლიტიკური ძალებიც თუ გაჩნდებიან. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის ქართული ოცნების პრობლემა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები