"ერთ მხარეს არის რუსთავი 2 და მეორე მხარეს ხელისუფლება ხალვაში არის ხელისუფლების ერთ-ერთი მოთამაშე", - ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.
კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, რუსთავი 2-ს შეექმნას ფინანსური პრობლემები.
"ერთ მხარეს არის რუსთავი 2, მეორე მხარეს ხელისუფლება. ხალვაში ამ შემთხვევაში არის ხელისუფლების ერთ-ერთი მოთამაშე.
არჩევნების შემდეგვე კეთდებოდა განცხადებები, რომ დაუბრუნებდნენ მის რეალურ მფლობელს, მე პირადად რეალურად რუსთავი 2-ის მფლობელად მიმაჩნია ადამიანი, რომელიც დღეს ცოცხალი არ არის.
მიზანი არის ის, რომ ტელეკომპანიას შეექმნას ფინანსური პრობლემები იმიტომ, რომ არჩევნების შემდეგად რუსთავი 2-მა შეინარჩუნა ბაზარზე ლიდერის პოზიცია.
ნებისმიერი ხელისუფლების დამოკიდებულება იზომება არა საოჯახო ტელეკომპანიებით და არა ლოიალურად განწყობილი არხებით, არამედ კრიტიკულად განწყობილი არხებით. ხელისუფლება დაინტერესებულია მხოლო ლოიალური არხების არსებობით,"- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.