20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს თავისუფალი"- გიორგი კვირიკაშვილი

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს მთავრობის წევრებიც ეხმაურებიან. საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლების მხრიდან მედიის მისამართით რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის მედიის თავისუფლების საკითხი მნიშვნელოვანია და მთავრობა მიმდინარე პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლების საკითხს, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით. სასამართლო დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობის არაერთი პრეცედენტი ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს თავისუფალი და მას თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალება ჰქონდეს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიტყვის თავისუფლებას მთავარ მონაპოვრად მიიჩნევს ასევე ევროინტეგრაციის მინისტრი და რუსთავი 2 წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, ორ კერძო პირს შორის დავას უწოდებს.

"როდესაც ორი სუბიექტის დავაზეა საუბარი, მთავრობის როლი არის მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მედიის თავისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, ყველა ძირითადი უფლება, ღირებულება იქნება დაცული,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები