16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციებში ადგილები დავკარგეთ - თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მმართველი პარტიის არჩევნებში წაგება აღიარა.

მისი თქმით, ერის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, არ გამოიჩენს სიჯიუტეს და ხალხის ნების წინააღმდეგ არ იმოქმედებს.

"31 მარტი ჩვენთვის დასასრული კი არა, გარდამტეხი მომენტია. ხალხმა გზავნილები პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთების მეშვეობით გადასცა. პარტიაში გულწრფელად გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკასაც თამამად გამოვხატავთ. შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციებში ადგილები დავკარგეთ. ჩვენი ერის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. არ გამოვიჩენთ სიჯიუტეს და მათი ნების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სტამბოლის მერმა, ექრემ იმამღლუმ, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერ კონკურენტად მოიაზრება. მისი თქმით, მთავრობამ ხალხისგან მიიღო ბრძანება, რომ ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი დასრულდა.

"მოსახლეობა იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. მთავრობამ ხალხისგან მიიღო ბრძანება, რომ ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი დასრულდა. ჩვენი რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან მთელი სისწრაფით წინ მიდის", - განაცხადა ექრემ იმამღლუმ.

 

დღის ამბები