20 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა ბრიგადის საინჟინრო ჯგუფებმა 4 ეტაპიანი სწავლება გაიარეს.

377 სამხედრო მოსამსახურე წვრთნების დროს საომარ პირობებში სამხედრო ხიდების გადებას, მოწინააღმდეგის დანაღმული ველების საშუალებით შეჩერებასა და მტრისგან დანაღმული ტერიტორიის გაწმენდას ახორციელებდა.

სწავლებაში ჩართული იყო საინჟინრო დანაყოფის კინოლოგიური სამსახურიც.

„ეს არის პირველი მასშტაბური სწავლება საინჟინრო ქვედანაყოფების. მანამდე მიმდინარეობდა ცალკე ბრიგადების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება, ეხლა მოხდა ფაქტობრივად მათი გაერთიანება,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ რომან ჯოხაძემ.

 

დღის ამბები