20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
თამაზ ურთმელიძემ რუსთავი2-ის 10 შუამდგომლობიდან 8-ზე უარი თქვა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის 10 შუამდგომლობიდან 8-ზე უარი თქვა. ურთმელიძემ საქმის განხილვა მთავრი მოპასუხეების გარეშე დაიწყო. პროცესს არხის გენერალური დირექტორი და მთავარი იურისტი არ ესწრებოდნენ, რის შესახებაც ინფორმაცია მოსამართლეს ჯერ კიდევ 17 სექტემბერს ჰქონდა. მოთხოვნის მიუხედავად პროცესის გადადების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დღეს მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს. მათი განმარტებით ურთმელიძე მართულია და ის ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.

მოპასუხე მხარემ თამაზ ურთმელიძეს დღეს 30 სექტემბრის გადაწყვტილებაც შეახსენა, რომლის მიხედვითაც, მან ტელეკომპანია საქართველოს წილები ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე სრულად დააყადაღა. ადვოკატებს აინტერესებდათ როგორ მოახერხა მოსამართლემ გადაწყვტილების მიღება 2 საათში, იმ დროს როდესაც პარალელურად საქალაქო სასამართლოში მას 4 პროცესი ჰქონდა ჩანიშნული.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განმარტებით მისი გადაწყვეტილება კანონიერია.

რუსთავი 2-ის ადვოკატებს კითხვები აქვთ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველების მიმართაც. კითხვაზე საიდან ჰქონდა ინფორმაცია მოსარჩელე მხარეს, რომ რუსთავი 2 ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირებას ითხოვდა - ადვოკატები აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარის დოკუმენტაციას საჯარო რეესტრში დღეში რამდენჯერმე ამოწმებენ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები