20 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
საკადრო წმენდა თბილისის მერიაში - თანამდებობიდან გათავისუფლება რამდენიმე პირს ემუქრება

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის შემდეგ, კურიერის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლება მერის მოადგილეს, ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელსა და რამდენიმე რაიონის გამგებელს ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია მოხვდება თუ არა ე.წ შავ სიაში ვიცე-პრემიერის ცოლის ძმა, რომელსაც თანამდებობის დატოვება თავად კახი კალაძემ ურჩია.

სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსი პოსტის დატოვებას არ გეგმავს, დიპლომის ლეგიტიმურობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.

საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას ოპონენტები დავით ნარმანიასგან ელოდებიან და მას საკრებულოში იბარებენ.

მერიაში საკადრო წმენდა ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, სწორედ იმ დროს, როდესაც თბილისის მერი მივლინებაში იმყოფება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებებს ნარმანიას გვერდის ავლით იღებენ.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ამირან ვარდოსანიძე, ედიშერ თათელიშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები