სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ გორის საკრებულოში 3 საათის განმავლობაში კამათობდნენ. საბჭოთა ბელადის მომხრეებმა და მოწინაღმდეგეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
სტალინის მხარდამჭერებმა "განუვითარებლები" იმ ახალგაზრდებს უწოდეს, რომლებიც დღეს დიქტატორის ძეგლის დადგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
13 ერთის წინააღდეგ-ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა. საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ დეპუტატების ნაწილმა უარი ინიციატივაზე მხოლოდ იმიტომ თქვა რომ მათ, სტალინის ძეგლის დადგმა არა ცენტრალურ პარკში, არამედ პირვანდელ ადგილას გორის მთავარ მოედანზე სურთ.
გორელების ნაწილი აქციზებისთვისაც ემზადება. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება და მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ დასრულდება.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, რეზო დიდბერაშვილი, ლიკა გოგიშვილი.