20 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ჩაშლილი სასწავლო პროცესი ოზურგეთში - მშობლები და მოსწავლეები სკოლის დორექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ

მეორე დღეა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. მოსწავლეები და მასწავლებლები პროტესტს ნიშნად კლასებში არ შედიან. ისინი სკოლის დირექტორის სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენად დაიძაბა, რომ მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა-დაშავებულია 2 ადამიანი.

სპარტაკ გოგიტიძე დირექტორობიდან განათლების მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებას საფუძვლად ამავე სკოლის 4 მოსწავლის და მათი მშობლების საჩივარი იყო. ისინი დირექტორს და უცხო ენის მასწავლებელს ბავშვების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ აქციის მონაწილე მშობლები და მასწავლებლები. ისინი სასწავლო პროცესის განახლებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.

თამარ სანიკიძე საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სპარტაკ გოგიტიძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ლადო მენაბდე, ლევან ხინთიბაძე, ნათია გიორგობიანი. 

 

დღის ამბები