20 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. სამი კანდიდატიდან ყველაზე დაძაბული ბრძოლა რევაზ არველაძესა და ლევან კობიაშვილს შორის გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა UEFA-ს ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ამ ცვლილებებმა კი შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. UEFA-ს რეკომენდაციის მიხედვით სამი დელეგატი შეიცვალა.

ფედერაციის პრეზიდენტს 13 რეგიონალური ფედერაციის, 9 ასოციაციისა და კავშირის, 13 უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბი აირჩევს. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, 35 დელეგატი ხვალ აირჩევს-ყრილობა ჰოლიდეი ინში დილის 10 საათზე დაიწყება.

ავტორი:ჯემალ ფარცახაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები